14:29 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 11:16:28, 2411 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე  კახა დამენია დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კახა დამენია დამნაშავედ ცნო ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე,  დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კ.დ-მ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და უშუალოდ ჰქონდა დავალებული პრივატიზების მიმდინარეობაზე კონტროლი, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით, უკანონოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების გარეშე, მოახდინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი  ღია თეატრის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.მ. მიწის ფართობის პრივატიზება.

სახელმწიფოს მხრიდან  სათანადო კონტროლით, მოვლა-პატრონობის პირობის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის გასხვისებამ  გამოიწვია პრივატიზებული  ტერიტორიის გავერანება, დაირღვა დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის, როგორც საბაღე-საპარკე ხელოვნების შემადგენელი ნაწილის  ერთიანი კონტექსტი და საფრთხე შეექმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics