2015-07-28 16:27:11, 571 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.2646 ლარი ეღირება
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.2646 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2564 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.4981 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4967 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან