|
2020-01-23 13:49:53, 1275 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური - პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“-ს წევრი ყოფილი პატიმრის განცხადება ომბუდსმენის ანგარიშში ფაქტების დასადასტურებლად ვერ გამოდგება
ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა, ისე რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წინასწარ არც კი დაუკავშირდა ინფორმაციის მიღების მიზნით, გაავრცელა ყოფილი პატიმრის, ალექსანდრე სელეპანოვის ინტერვიუ, რომელიც დღეს პოლიტიკური მოძრაობა "ლელო"-ს წევრია. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ა. სელაპანოვი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა არსებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე საუბრობს. „ინტერვიუში ა. სელეპანოვი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა არსებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ის მოცემულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2016 წლამდე და შესაბამისად, მისი განცხადებები ვერ გამოდგება სახალხო დამცველის იმ ანგარიშში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებლად, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ოთხ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან 2019 წელს გათავისუფლებამდე, სწორედ საპატიმროდან, ა. სელეპანოვმა უმაღლესი განათლების მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ა. სელეპანოვმა პატიმრობისას შეისწავლა ესპანური და თურქული ენები, დაამთავრა კულინარიის, ბიზნესის მართვისა და მინანქრის კურსები, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში. ამ ყოველივეს ფონზე, ღიმილისმომგვრელია საუბარი იმაზე, რომ პენიტენციური სამსახური ვერ მართავს პენიტენციურ დაწესებულებებს და მათში გამეფებულია კრიმინალურ ავტორიტეტთა მმართველობა. თუმცა, გასაგებია, რომ ამჟამად ა.სელეპანოვი ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგის პოზიციიდან პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებს. ინფორმაციისთვის, ა. სელეპანოვი 2013 წლის 9 აპრილიდან სასჯელს იხდიდა იმისათვის, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა მანქანას, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, გადავიდა საპიროსპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა სხვა მანქანას, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა მოცემული მანქანის მძღოლი და ორი მცირეწლოვანი (1 და 3 წლის ბავშვები), ხოლო ერთი სრულწლოვანი მგზავრი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 2019 წლის 23 მაისიდან ა. სელეპანოვი პრობაციონერია. მისი პირობითი ვადის სასჯელის დასასრულია 2020 წლის 9 ოქტომბერი“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)