|
2020-01-23 13:32:28, 2770 ნახვა
სამართალი
პროკურორი: მიხეილ კალანდიას საქმეზე დაკითხული მოწმეები მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ
„ცალსახად განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ადასტურებენ გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მსჯავრდებული პირები, კერძოდ მსჯავრდებული გ.ჯ. და მსჯავრდებული გ.ბ. და მათი მხრიდან სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია და ჩვენებები არის თანმიმდევრული, არის ერთმანეთთან თავსებადი“,- ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა. მან სპეკულაცია უწოდა მიხეილ კალანდიას დაცვის მხარის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ის სამართლებრივ ლოგიკას ცდება. „ბრალდების მხარისთვის გაუგებარია რას ეფუძნება დაცვის მხარის განმარტება, ჩვენ ვფიქრობთ ეს არის მისი მხრიდან გარკვეული სპეკულაცია, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა პროკურორმა. მისივე თქმით, მიხეილ კალანდიას საქმესთან დაკავშირებით დაკითხულმა გ.ჯ.-მ სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე, ფარდულის წინ დაინახა დავით სარალიძე და მის გვერდში მყოფი ბრალდებული მ.კ., რომელსაც ხელში ეკავა დანის მსგავსი საგანი და სახელო ჰქონდა სისხლიანი. მეორეს მხრივ, მოწმე გ.ბ.-მ , რომელიც ასევე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სასამართლო პროცესზე, დაკითხვის პროცესში განმარტა და განაცხადა, რომ მან საკუთარი თვალით დაინახა უშუალოდ ბრალდებულ მ.კ.-ს მოქმედებები, დაინახა უშუალოდ მ.კ.-ს მოქმედება გარდაცვლილ დავით სარალიძესთან მიმართებაში. „იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მ.კ.-მ მიაყენა დარტყმა დავით სარალიძეს და ამ დროს გ.ბ.-მ დაინახა, რომ მ.კ.-ს ხელში ეჭირა გარკვეული წვეტიანი საგანი“, - განაცხადა პროკურორმა.
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)