13:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 11:02:07, 1795 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა

„წიაღისეული და მისი სწორი და ყაირათიანი გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა „რეგიონებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრომ გაატარა წიაღის სექტორის რეფორმა. დაამტკიცა ახალი სტრატეგია და გაააქტიურა ეს მიმართულება. დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში მოპოვებულ სამშენებლო ნედლეულზე მომუშავე საწარმოები, რომლებიც ადგილზე ნედლეულის გადამუშავებით საბოლოო პროდუქციას აწვდიან სამშენებლო სექტორს.

„ამასწინათ, დავათვალიერე რამდენიმე ახლადგახსნილი საწარმო, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულს ტექნოლოგიურ და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტით მომუშავე საწარმოებში გადაამუშავებდნენ. ქართული საწარმოები უშვებენ საშენ მასალებს, ფილებს, ბლოკებს, აგურს, მოსაპირკეთებელ მასალებს და ამით შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ იმპორტულ ნაწარმს და ჩაანაცვლონ იმპორტი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საბადოებზე ლიცენზიების გაცემისას ჩვენი მიდგომაა დავადგინოთ ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის ვალდებულებაც.

„ჩვენი ამოცანაა, წიაღი აქ გადამუშავდეს და ექსპორტზე მზა პროდუქტი გავიტანოთ, რაშიც ასევე დავეხმარებით", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" შესული ცვლილებით განისაზღვრა პრიორიტეტული დარგები, რომლებიც იქნება ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული. ერთერთ ასეთ დარგად მინისტრმა კერამიკული წარმოება დაასახელა. „ჩვენ მეწარმეებს დავეხმარებით არა მხოლოდ ლიცენზიის აღებაში, არამედ მიწასაც გამოვუყოფთ, რომ გადამამუშავებელი საწარმო ააშენოს და ხალხი დაასაქმოს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics