|
2020-01-21 14:21:53, 1300 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსის“ კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ. ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით ისარგებლებენ. მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში. პროექტის ფარგლებში ფასდაკლება ვრცელდება ექოსკოპიაზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, სხვა რადიოლოგიურ, ლაბორატორიულ კვლევებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე. „სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. რის შედეგადაც, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ. ვიმედოვნებთ, რომ ევექსი კლინიკების ქსელთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა. „დღეს ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი. მოხარული ვართ, რომ ევექსი კლინიკები ჩაერთო ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში. პროექტის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს ევექსი კლინიკებში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე უპრეცენდენტო ფასდაკლება შევთავაზეთ. ევექსი კლინიკები მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მოსახლეობაში დაავადებათა სკრინინგის, ადრეული გამოვლენის, რეგულარული მონიტორინგის კულტურა დაინერგოს და ეს პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით.“ - განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა, გიორგი გორდაძემ. ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge. “ევექსი კლინიკები” საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ჯგუფი 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. „ევექსი კლინიკები" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია. ქსელურობა კომპანიას საშუალებას აძლევს განახორციელოს პაციენტების ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)