2020-01-17 17:04:08, 2493 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.8781 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.8818 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებით 0.0037 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.2002 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2158 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0156 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,