15:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 14:41:38, 2156 ნახვა

სამართალი
DRI: გენპროკურორად შოთაძის შერჩევა იქნება უარი დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და დეპოლიტიზირებული პროკურატურის იდეაზე

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება.

ორგანიზაციის შეფასებით, გენპროკურორად შოთაძის შერჩევა იქნება ხელისუფლების უარი დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და დეპოლიტიზირებული პროკურატურის შექმნაზე.

„ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს აირჩია. შოთაძემ თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე.

ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ის საკითხები, რაც პროკურატურის სავარაუდო პოლიტიზაციას და მისი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელმწიფო ინსტიტუტის არსებობას  უკავშირდებოდა. უფრო მეტიც, მისი მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებების გაჭიანურება , არასწორი მიმართულებით წარმართვა და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მაღალჩინოსან პირთა შესაძლო მფარველობა. გარდა ამისა, დღევანდელ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების საქმეში პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირთა, მათ შორის, თავად ირაკლი შოთაძის როლთან დაკავშირებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელი პასუხები არ გაცემულა ირაკლი შოთაძის მონაწილეობას პოლიტიკურ და ბიზნეს სუბიექტებს შორის არაფორმალურ მოლაპარაკებებში,   „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდს მიაჩნია, რომ შოთაძე მთავარი პროკურორის რანგში ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის საქმიანობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული მიუკერძოვებლობის, ობიექტურობის და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტის პრინციპების დაცვას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, უარი თქვას გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე“, - ნათქვამია DRI-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics