14:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 14:35:02, 2507 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ ელექტროგენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას

„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შექმნილი თბოსადგური, რომელიც თითქმის ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ძველი, ე.წ. „ღია ციკლის" თბოსადგურები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით შესრულებული თბოსადგური,  რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს მომხმარებლების, მოსახლეობის, ბიზნესის უსაფრთხო, უწყვეტ ენერგომომარაგებას", - ამის შესახებ   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ  ქვეყნისთვის ენერგეტიკული რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სფერო მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მაღალი პრიორიტეტია, განსაკუთრებით არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით. „ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმის და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის და განვითარების აუცილებლობას. 2019 წელს დავიწყეთ ეს რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით და დავალებით, შევიმუშავეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა, დავიწყეთ ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი გახსნა და შევქმენით კონკურენტული, ღია ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას - სწორედ ასეთი ობიექტია ეს თბოსადგური, რომელიც დღეს გავხსენით და ექსპლუატაციაში შევა", - განაცხადა მინისტრმა.

გარდაბანში დღეს მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული  ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა, რომელიც  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა.

თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics