15:47 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 19:18:53, 1795 ნახვა

სამართალი
დავით გარეჯში მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულ გიორგი იჩუკაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სხდომის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთნახმება, რადგან მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

„არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძველი. იქიდან გამომდინარე, რომ ვითომდა ის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საინტერესო ინფორმაციას გაანადგურებს. ის ნებაყოფლობით მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, როგორც პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ აღნიშნა, დასტურდება, რომ ბრალდებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მესაზღვრეებისგან იარაღს ითხოვდა.

„თვითონაც ახსენა, რომ იარაღის მოთხოვნა იყო მესაზღვრეების მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ მან მოითხოვა იარაღი. დასტურდება ისიც, რომ მას ხელში ეკავა იარაღთან ერთად ხელყუმბარაც და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ითხოვდა იარაღს მესამე პირისაგან“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, გიორგი იჩუკაიძე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე 14 იანვარს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ცინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics