2020-01-16 17:09:07, 2154 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ,2.8818 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.8862 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებით 0.0044 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.2158 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2138 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0020 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,