|
2020-01-15 13:41:26, 1811 ნახვა
სამართალი
დეკანოზის სიცოცხლე ყოველ წუთს დიდი საფრთხის ქვეშ დგას - გიორგი მამალაძის ადვოკატი სასჯელის გადავადებას ითხოვს
„ყოველი წუთით და წამით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას დეკანოზის სიცოცხლე“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის მამალაძისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს, რომლის პრეცედენტები მართლმსაჯულებაში ნამდვილად ყოფილა. „ეს არ არის ჩვენი ნახვის შემდეგ შეფასება, ეს მართლა რეალობაა და ყოველი წუთით და წამით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას მისი სიცოცხლე. პრეცედენტები არსებობს მართლმსაჯულებაში და სასამართლოში ყოფილა სასჯელის გადავადება. ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დეკანოზი თავისუფლებაში შეხვდეს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სამართლიანობას შეეფერება და ყველა დაინახავს დეკანოზის უდანაშაულობას“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზს შეწყალების თაობაზე სინოდმა პრეზიდენტთან უშუამდგომლა, თუმცა გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ვერ მოხდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)