2020-01-14 17:00:53, 2330 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.8876 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.8980 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებით 0.0104 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.2151 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2214 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0063 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,