|
2020-01-14 11:42:22, 1926 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე: გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობით რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოყვანის შესაძლებლობას ვაძლევთ
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი იწყება, მოძრაობა „ლელოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებისთვის პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციაზე მათ ორ საკითხზე, ანაკლიის პორტისა და გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე ისაუბრეს. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში არ შედის, თუმცა გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც სახელმწიფომ ანაკლიის პროექტის ნაცვლად დააფინანსა, რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოყვანის შესაძლებლობას აძლევს. „ჩვენ ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის დადგმულ შოუზე სასამართლოში.ვენ თითქმის ყოველდღე გვიწევს სასამართლოში მოსვლა. ყოველი სასამართლოს წინ კი ჩვენს ხედვებს, გეგმებსა და იმ პრობლემების ანალიზს შემოგთავაზებთ, რაც ქვეყანაშია. ანაკლიის პროექტის გაჩერება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფომ ოთხ საერთაშორისო ბანკთან, რომელთანაც ხელი გვაქვს მოწერილი $400 მლნ-ის სესხზე, არ გასცა $50 მლნ-ის გარანტია, რომელიც უნდა გაცემულიყო უკვე აშენებული პორტის შემდეგ. ეს იყო ბანკების მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს მიეღო რამენაირი მონაწილეობა პორტის მშენებლობაში. ანაკლიიდან 4 კილომეტრში ე.წ. საოკუპაციო ზოლია. შესაბამისად, ტვირთბრუნვის დაზღვევის თვალსაზრისით ბანკებმა მოითხოვეს 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც ალბათ არასდროს არ დაჭირდებოდა, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა, რადგან 40%-იანი ზრდა არის კონტეინერების საქართველოს გავლით. ანაკლიის პროექტი რუსეთის ინტერესში არ შედის. ჩვენს ნაცვლად სახელმწიფომ დააფინანსა ნახევარ მილიონად ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი. ეს არის ყაზბეგისკენ მიმავალი გზა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ნახევარ მილიონ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას ქვეყანას, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ნახევარ მილიონს იღებს მაშინ, რომ ანაკლიისთვის 50 მილიონის გაღება არ სურდათ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)