2020-01-13 15:44:15, 1530 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ფოთში მეუღლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დააკავა
პოლიციამ ფოთში მეუღლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დააკავა.
დაჭრილი ქალბატონი მრავლობითი დაზიანებებითა და ნაკვეთი ჭრილობებით ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტმა თავად განაცხადა, რომ ჭრილობები მეუღლემ მიაყენა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,