|
2020-01-10 14:59:51, 3046 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირმა პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის საქართველოს 1,5 მლნ ევრო გამოუყო
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. „პროექტის მიზანი იყო ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერება, საქართველოში ბაზარზე პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემის განვითარება ევროკავშირის კანონმდებლობასა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით. დაძმობილების პროექტმა, საქართველოს შესაძლებლობა მისცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან მიეღო ცოდნა, გამოცდილება და უნარები, მჭიდრო თანამშრომლობის გზით პროექტის საქმიანობისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევაში. აღნიშნული პროექტი დაეხმარა ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს: • მისი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებაში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესახებ კონსულტაციებითა და მთელი რიგი ევროდირექტივებისა და რეგულაციების მეშვეობით, მაგალითად: სათამაშოების, მანქანა-დანადგარების, ინდივიდუალური დამცავი საშუალებების, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებისა და სხვა პროდუქტის კატეგორიის პროექტის ინიცირების დაახლოების შესაბამისობის უზრუნველყოფაში, • სააგენტოს ინსპექტორების ცოდნისა და უნარების ამაღლებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტების მიერ ცოდნის გადაცემით ჩატარებული ტრენინგების, სემინარების, საპილოტე სწავლებების და საქართველოს საზღვრებს გარეთ სასწავლო ვიზიტების საშუალებით. • სხვა ორგანიზაციებს, ბიზნესებსა და მომხმარებლებს შორის პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე ზედამხედველობის ცოდნის ამაღლებაში საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო შეხვედრებისა და სემინარების მოწყობით, (თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ბათუმისა და ქუთაისის ჩათვლით), სააგენტოს ვებ-გვერდისა და ფეისბუქის გვერდის განვითარებით, საინფორმაციო და საკონსულტაციო ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეოს დამზადებით. პროექტი 24 თვის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდებოდა. მისი საერთო ღირებულება 1 500 000 ევროს შეადგენდა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
უკრაინამ ბრიანსკის რეგიონში დაბომბა ქარხანა, რომელიც რუსული არმიისთვის დაკონსერვებულ საკვებს აწარმოებს
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)