|
2020-01-09 18:28:18, 4911 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2020 წელს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს. ირაკლი ღარიბაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ თავდაცვის ატაშეებს, სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს შეხვდა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო სტრატეგიულ პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროს ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესს, უზრუნველყოფს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. მინისტრი სამხედრო დიპლომატებს თავდაცვის უწყების განვითარების 2020 წლის ძირითად პრიორიტეტებზეც ესაუბრა და მან უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურული ცვლილებების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროში თავდაცვის ატაშეეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)