|
2020-01-09 13:26:10, 1964 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში მხოლოდ წელს უკვე პრივატიზებულია დამატებით კიდევ 10 ობიექტი
„ჩვენს მიერ წამოწყებული მასშტაბური საინვესტიციო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" შეუფერხებლად მიმდინარეობს და უკვე წელს, ამ წლის დასაწყისში დამატებით კიდევ 10 ობიექტის პრივატიზება მოხდა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ელექტრონულ აუქციონზე დამატებით 10 ობიექტის გასხვისებით ბიუჯეტი 4 233 000 ლარი მიიღებს. „მთლიანად, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, პრივატიზებულია 47 682 200 ლარის ღირებულების 40-მდე ობიექტი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პროგრამა გრძელდება და ეტაპობრივად ბევრი სხვა საინტერესო ობიექტი დაემატება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. პრივატიზაციის უპრეცედენტო და მასშტაბური პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი აუქციონზე გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით არის გამოტანილი. გამარტივებული პროცედურა გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ინტერატიულ რუკას, სადაც მოცემულია ქვეყნის მასშტაბით არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, პერიოდულად დაემატება ახალი, კომერციულად საინტერესო შეთავაზებები.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)