23:12 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-31 16:06:41, 2530 ნახვა

საზოგადოება
2019 წლის განმავლობაში პრევენციული სამედიცინო გასინჯვები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ინიციატივით დაგეგმილი პრევენციული სამედიცინო გასინჯვები 2019 წლის 13 აპრილიდან დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდა, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.

სასჯელის მოხდის ადგილზე, მათივე თანხმობით, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, ონკოლოგის, რევმატოლოგის, ზოგადი ქირურგის, ინფექციონისტის კონსულტაციები, ელექტროკარდიოგრაფია და ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. სულ ჩატარდა 4743 კონსულტაცია/გამოკვლევა.

ჩატარებული გამოკვლევებისა და კონსულტაციების შედეგად, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა შემდგომი სამედიცინო საჭიროებები, რომელთაგან, სამედიცინო ჩვენების შესაბამისად, ზოგიერთი სერვისი უკვე მიეწოდათ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს. ხოლო გეგმიური ინტერვენციები დაგეგმილია და ჩაუტარდებათ რეკომენდაციების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ პრევენციული სამედიცინო გასინჯვები იგეგმება და გაგრძელდება ასევე 2020 წელს, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.

გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით 2019 წლის 9 დეკემბერს დაიწყო პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დაგროვილი ე.წ. სამედიცინო რიგის, ანუ სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა მომსახურებას და ამ რიგის განულებას ისახავს მიზნად. პროექტის დასაწყისისთვის მოცემულ ე.წ. რიგში 2382 ბრალდებულ/მსჯავრდებული იყო რეგისტრირებული რეფერალთა ბაზაში, რომელთაგან გეგმიური ამბულატორიის 1800 შემთხვევაში და გეგმიური სტაციონარის 500 შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ვადები დაირღვა. 2019 წლის 9 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, გეგმიური სტაციონარული დახმარება, არსებული რიგიდან (სხვადასხვა სახის ოპერაციული მკურნალობა) გაეწია ჯამში 163 მსჯავრდებულს, ხოლო გეგმიური ამბულატორიული დახმარება (რენტგენი და კტ), 14 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე არსებული რიგიდან - 114 მსჯავრდებულს. მხოლოდ დეკემბრის თვეში, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩატარდა 400 000 ლარის ღირებულების ინტერვენციები, მათ შორის მიმდინარე გეგმიური და გადაუდებელი (ურგენტი) სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება.
ამასთან, თეა წულუკიანის ინიციატივის თანახმად 2020 წლის მარტის ბოლოს სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა რიცხვი, ხოლო ამავე წლის აპრილის ბოლოს - ამბულატორიული მომსახურების მომლოდინეთა რიცხვი უნდა განულდეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics