23:15 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-31 12:08:27, 2400 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა.

მინისტრმა ექიმს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და პირადად მისთვის, როგორც ექიმისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება.

"საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართა, რათა  ეს დადებითი შედეგი დამდგარიყო. როგორც  ამ დარგის წარმომადგენელი, აღვნიშნავ, რომ ექიმის პროფესია ხელშეუხებელია,  რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. დაუშვებელია ჰუმანიტარული თემების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება. ვაჟა ექიმის გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი მოვლენა და სასიხარულო ამბავი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენ  ერთად და წარმატებით გადავლახეთ ეს რთული პროცესი. ვაჟა გაფრინდაშვილი ნამდვილად არის თანამედროვეობის გმირი, მან ეს დაუმტკიცა მთელ ერს. ის ფაქტი, რომ დღეს თავის ოჯახთან ერთად ხვდება ახალ წელს არის ძალიან სასიხარულო, არამხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ ალბათ მთელი საქართველოსთვის. მან გაგვიზიარა თავისი იქ ყოფნის ეპიზოდები, რომელიც ნამდვილად იყო ძალიან რთული. იქაც არ მიუტოვებია საექიმო საქმიანობა და მოყვა თუ როგორ ზრუნავდა იმ პაციენტებზე და  დაკავებულ პირებზე რომლებიც ციხეში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ის ერთიანობა და მხარდაჭერა, რაც მის პატიმრობას მოჰყვა.

„საკმაოდ დიდი ემოციური დატვირთვა იყო, თუნდაც ის 50 დღე რაც იქ გავატარე.  თუმცა განსაკუთრებით ემოციური იყო ის გარემო, რაც ჩამოსვლის პირველი წუთიდანვე აქ დამხვდა. აბსოლუტურად არ ველოდი, რომ ასეთი ერთიანობა და მხარდაჭერა  მექნებოდა, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ვამაყობ, რომ ასეთები ვართ ქართველები როდესაც ერთად ვართ“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics