23:12 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 16:54:03, 2108 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ამიერკავკასიაში პირველი სათხილამურო სიმულატორი გაიხსნა

„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით, „პროლესკი საქართველომ“ თბილისში სამთო-სათხილამურო კლუბი გაიხსნა. ამიერკავკასიაში პირველად თბილისში თხილამურებზე სრიალის შესწავლის მსურველებისთვის ტრენაჟორი ამუშავდა. 

2019 წლის ზაფხულში „პროლესკი საქართველომ“ გადაწყვიტა საქართველოში სამთო-სათხილამურო კლუბი შეექმნა, რომელიც მსურველებს შესაძლებლობას მისცემდა თხილამურსა და სნოუბორდზე დგომა სათხილამურო ტრენაჟორის საშუალებით შეესწავლათ.

ეს არის სტარტაპ-პროექტი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არა აქვს.  სიმულატორის საშუალებით დამწყებ მოთხილამურეებს შეეძლებათ ისწავლონ სრიალი თბილისიდან გაუსვლელად, თანაც წლის ნებისმიერ დროს. სასწავლო კურსი შედგება 8 სეანსისაგან, რომლის დასრულების შემდეგაც მსურველს შეეძლება თავისუფლად სრიალი. სწავლებას ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მწვრთნელები. ტრენაჟორის საშუალებით შესაძლებელია, როგორც დამწყებთათვის სრიალის შესწავლა, ასევე, გამოცდილ მოთხილამურეთათვის ტექნიკის დახვეწა. სათხილამურო სიმულატორის საშუალებით სრიალის მოყვარულებს ზაფხულის განმავლობაშიც შეეძლებათ საყვარელი აქტივობით დაკავდნენ. სავარჯიშო დარბაზი იმუშავებს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში.

„პროექტის სპეციფიკიდან და უნიკალურობიდან გამომდინარე დაფინანსებაში თიბისი ლიზინგის ჩართვა მოხდა. დაფინანსებიდან მეოთხე თვეს დანადგარი უკვე საქართველოში იყო და ტრენაჟორი იანვრიდან პირველ მოსრიალეებს მიიღებს. „პროლესკის“ სათხილამურო სიმულატორი ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლებისთვის ისწავლონ სრიალი და ხშირად ესტუმრონ ქართულ სამთო-სათხილამურო კურორტებს. საქართველო მთის კურორტების ქვეყანაა და შესაბამისად, სპორტის ამ მიმართულებების შესწავლაზე მოთხოვნა დიდია. ჩვენ იმედი გვაქვს,  რომ „პროლესკი საქართველოსთვის“ ეს წარმატებული დასაწყისი იქნება,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.

სამთო-სათხილამურო სპორტის შესწავლით ამ ეტაპზე უკვე დაინტერესებულები არიან კერძო საბავშვო ბაღები, სკოლები და სპორტსკოლები. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics