|
2015-07-26 17:28:01, 643 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი 2015“–ზე უსაფრთხოების კუთხით შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ზრუნავს
დღეს მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე ევროპი სახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ ოფიციალურად გაიხსნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა ლოკაციებზე შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით მობილიზებული იქნება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შემდეგი გეგმის მიხედვით: ფესტივალის გახსნის ცერემონიალის დამთავრებამდე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 9 ეკიპაჟი; 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე 24 საათიან რეჟიმში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 2 ეკიპაჟი; ოლიმპიადის მიმდინარეობისას, ყოველდღე, დილის 08:00 საათიდან, ვარჯიშისა და შეჯიბრებების დასრულებამდე, „New Tbilisi”-ში (ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) მობილიზებული იქნება, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი; 24 ივლისიდან 2 აგვისტომდე, სპორტის სასახლის მიდებარე ტერიტორიაზე, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი; 28 ივლისს, დილის 09:00 საათიდან შეჯიბრის დამთავრებამდე, ველოსპორტის ვარჯიშის დროს აღმაშენებლის ხეივანზე (დ. აღმაშნებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია), ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი; 30 ივლისს, 09:00 საათიდან, ველოსპორტის ვარჯიშის დამთავრებამდე თბილისის ზღვაზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)