2019-12-30 14:10:21, 1764 ნახვა
საზოგადოება
თბილისი-სტამბულის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა - გარდაიცვალა 1 ადამიანი
თურქეთში, ილგაზის რაიონაში ავტობუსი, რომელიც თბილისიდან სტამბულის მიმართულებით მოძრაობდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა თურქეთის ერთი მოქალაქე.
გავრცელებული ინფორმაციით, 31 მგზავრიდან უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. 22-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ისინი თურქეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათგან 4-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, კომპანია "აკ კარადენიზს" ეკუთვნის.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან