|
2019-12-28 13:41:37, 2658 ნახვა
კომენტარი
ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ძალისხმევით გათავისუფლდა
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მათ მიერ გაწეული შრომის შედეგად გაათავისუფლა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ყველა იმედი ამოიწურა, მისმა გუნდმა რუსეთის დუმის დეპუტატებთან დიალოგის ფორმატი გაააქტიურა და ექიმის გათავისუფლება სწორედ რუსული მხარის ჩარევის შედეგად მოხერხდა. „დამსახურებების აწონვის დრო არ არის, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. ის რომ დღეს გათავისუფლდა ვაჟა გაფრინდაშვილი, ამაში ძალიან დიდი შრომა ჩვენ ჩავდეთ. ის რომ დღეს მოხდა მისი გათავისუფლება, ჩვენი როლი იყო განუზომელი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, როდესაც ხელისუფლება აკეთებს კარგ საქმეს და კეთილ საქმეს, და მან ნამდვილად იშრომა წინა პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ავღნიშნავთ, მაგრამ ის რომ დღეს გათავისუფლდებოდა ვაჟა გაფრინდაშვილი, არ იცოდა ეს ხელისუფლებამ, გაიგო დღეს. ეს არის დიდი ბედნიერება. ვიცოდით ჩვენ, დავხვდით ჩვენ. ჩვენი ძალისხმევა, კონტაქტები გამოვიყენეთ. იცით, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ რუსეთის დუმის დეპუტატებთან, გვაქვს დიალოგის ფორმატი და სწორედ ეს ფორმატი გავააქტიურეთ მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რომ ამოიწურა ყველა იმედი და ყველა ცალსახად საუბრობდა იმაზე, რომ მიესაჯა 2 წელი ბატონ ვაჟას და გაკეთდა განცხადებები, რომ პესიმისტურად არის ყველა განწყობილი და ბრძოლას აგრძელებდნენ. ჩვენთვის ეს არ იყო საკმარისი. გავააქტიურეთ ძალისხმევა. სწორედ რუსული მხარის ჩარევის და შუამდგომლობის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს გათავისუფლდა ბატონი ვაჟა და ეხლა ამაში ასაწონი აღარაფერია, მაგრამ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ რაღაცაში მაინც ხომ უნდა ითქვას. მე არავის არსად არ ვეტენები, მაგრამ ის საქმე, რომელშიც ჩვენ შევიტანეთ წვლილი, უნდა ითქვას, რომ ჩვენ შევიტანეთ. მე ამის მომხრე ვარ. სხვისი არასდროს არაფერი მიმითვისებია, ითქვას ვინ რა წვლილი შეიტანა კეთილ საქმეში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერს პოლიციის შენობაში შესვლა სურდა, სადაც გაფრინდაშვილი იმყოფება თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. „პოლიცია რომ ვიცე-სპიკერს შენობაში არ უშვებს, ეს არის დარღვევა. მე არ ვარ ელენე ხოშტარია სასტვენით რო მოვუვარდე აქ. ვიცე-სპიკერი პოლიციის შენობაში თავისუფლად უნდა შეუშვან, მაგრამ დღეს ისეთი მნიშვნელოვანი დღეა, არც ამას მივანიჭებ მნიშვნელობას. ვულოცავ ყველას“, - განაცხადა ინაშვილმა. შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)