|
2019-12-28 13:35:37, 2659 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: მადლობა ყველა იმ პირს, სახელმწიფოს და მეგობარს, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში
„ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ პირს, სახელმწიფოს, მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც ჩართული იყო იმაში, რომ მიღწეული ყოფილიყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა ძალიან კოორდინირებულად მუშაობდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის. „ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავი არის, რომ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს არის თავისუფალი. ძალიან მალე შეხვდება საკუთარ ოჯახს. საქმეში ჩართული იყო ხელისუფლება ყოველდღიურად და მთელი საზოგადოებაც და ამიტომ, ძალიან სასიხარულოა. ბატონი ვაჟა ვნახე, ის ნორმალურად გრძნობს თავს. უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით იქნება ცნობილი. ახლახანს მოხდა მისი გადმოყვანა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ალბათ, ყველა იმ პირს, სახელმწიფოს, მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც მისი დაკავების დღიდან ჩართული გახლდათ იმაში, რომ მიღწეული ყოფილიყო მისი გათავისუფლება. ქართული სახელმწიფოს ხელისუფლების ყველა შესაბამისი სტრუქტურა ძალიან კოორდინირებულად მუშაობდა ამ პერიოდის განმავლობაში ერთი შედეგისა და მოთხოვნისთვის, რაც უკავშირდებოდა მის უპირობო გათავისუფლებას სწორედ უკანონო პატრიმრობიდან. ვფიქრობ, ყველასთვის მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელიც დღეს იქნა მიღწეული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოს მშენებლობა წელს დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)