23:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 19:21:37, 3298 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის კილაძეს პასუხს მოვთხოვ

„ფაქტები დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა? ბოდავს და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფო კილაძის განცხადებას.

ეკა ბესელის თქმით, ის კილაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხს მოსთხოვს.

„ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს? ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს. ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააჩერა იმ სხდომაზე და უთხრა, სისულელეებს რომ ლაპარაკობდა, ვერავინ გაიგო რას ამბობდა, თავისმა კოლეგებმა დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი, რითაც საუბრობდნენ წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ. როგორ შეიძლება, კილაძემ რამე კორუფციულ გარიგებაზე ილაპარაკოს, როცა ნახევარი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული. ამიტომ, თავიანთ კორუფციას, დალაგებულ უკანონო ტენდერებს მიხედონ, თავიდან ფეხებამდე რომ კორუფციაში არიან ჩაფლული. ჩემსკენ ხელის გაშვერას თავი დაანებონ.

თავად კილაძეა კორუფციაში ჩაფლული. ის და მისი კლანის ლობისტები. ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის კილაძეს პასუხს მოვთხოვ. კეთილი ინებოს, ფაქტებით ისაუბროს. გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე კილაძეს დაესიზმრება. ჯერ არ მითქვამს და ამის დროც მოვა. რაც შეეხება პირად მტრობას, არც მანამდე და არც ახლა წარმოადგენს რამეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics