23:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 19:15:31, 3092 ნახვა

პოლიტიკა
კილაძე: მიკვირს, რატომ არ გადადგა პროკურატურამ ნაბიჯები, ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე

„მიკვირს, აქამდე რატომ არ გადადგა პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები ქალბატონი ეკა ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის წინააღმდეგ კორუფციულ საქმიანობაზე გამოძიებაა დაიწყებული.

სოფო კილაძის თქმით, მას კითხვები ეკა ბესელიას კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით მაშინ გაუმრავლდა, როდესაც გახდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.

„არ ვიცი, ნამდვილად არის თუ არა გამოძიება დაწყებული, მაგრამ ფაქტია, რომ როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გავხდი, კითხვები, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში ბესელიას მიმართ მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამიმრავლდა და ამ კითხვების შესახებ დავიწყე გუნდში საუბარი. ეს იყო საფუძველი, რომ ბესელიამ აღმიქვა პირად მტრად და აბსოლუტურად ყველგან, საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩემი სახელის დისკრედიტაციას ახდენდა. ამის მიზეზი იყო მარტივი, რომ მე, ახალმა მოსულმა პოლიტიკოსმა გავბედე მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე საუბარი“, – განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რომ კითხვებს პასუხი გასცემოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბესელია პირად მტრად აღმიქვამდა, ეს პროცესი ჩემთვის სასიამოვნო არ არის და დადებითად არ ვარ იმ პროცესზე განწყობილი, რომელიც შეიძლება, დაიწყო და შეიძლება დაიწყოს კიდეც. ვალდებული ვარ, შესაბამის უწყებებს მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია, თუ დაინტერესდებიან“, – განაცხადა სოფო კილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics