22:51 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 16:14:49, 1745 ნახვა

კომენტარი
გრიგოლია - ფინანსთა მინისტრმა მედიამენეჯერებს უთხრა, რომ მისი წინამორბედი მამუკა ბახტაძე „უტ..კოა“

„TV პირველის“ გენერალური დირექტორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მედია მენეჯერებს უთხრა, რომ მისი წინამორბედები, მათ შორის მამუკა ბახტაძე „უტ..კოები“ იყვნენ.

როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, მინისტრისგან შეხვედრაზე მსგავსი ლექსიკის გამოყენება შეურაცხმყოფელია.

„გაინტერესებთ ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს გეუბნებოდა მედიამენეჯერებს? წინამორბედებზე მან თქვა ეს სიტყვა: დიდი ბოდიშით - ისინი იყვნენ უტრ...ოებიო. აი ეს სიტყვა გაიმეორა სამჯერ. მაპატიეთ, რომ მე ეს სიტყვა ვთქვი ეთერში, მაგრამ მე ეს სიტყვები უნდა მეთქვა. იმიტომ, რომ აი რამ გააჩინა პროტესტი: როდესაც მთავრობის წევრი ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს მედიამენეჯერებთან ამ სიტყვებს ხმარობს, აი ეს არის ყველაზე შეურაცხმყოფელი. მთავარი იცით რა არის ხალხო? ეს სიტყვა მან თქვა წინამორბედ მინისტრზეც და ვინ იყო წინა მინისტრი? ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი - მამუკა ბახტაძე. ანუ ვანო მაჭავარიანმა, ფინანსთა მინისტრმა ჩემს კოლეგებს იმ შეხვედრაზე უთხრა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტ..კოო. აი ეს სიტყვები თქვა მან", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ „TV პირველის“ ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics