|
2019-12-27 14:56:19, 2419 ნახვა
ეკონომიკა
„ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე, „ანაგი დეველოპმენტის“ ახალი პროექტი - „ვილა ამბასადორი“განთავსდება
თიბისი 2017 წლიდან სამშენებლო კომპანია - „ანაგის" სტრატეგიული პარტნიორია და ეს თანამშრომლობა დეველოპმენტის მიმართულებითაც გრძელდება. სულ მალე, „ამბასადორი კაჭრეთის" ტერიტორიაზე, „ანაგი დეველოპმენტის" ახალი პროექტი - „ვილა ამბასადორი" განთავსდება, რომელიც სასტუმროს განუყოფელი ნაწილი იქნება. „ვილა ამბასადორი" მუკუზანის, რქაწითელისა და საფერავის უბნებისგან შედგება. კომპლექსი 141.99 კვ.მ-დან 300 კვ.მ-მდე ფართის 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილას აერთიანებს. ვილები ბარდება დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ჩაშენებული ავეჯით, გაზქურითა და გამწოვით. კომპლექსი 2020 წლის დეკემბერში დასრულდება. „ამბასადორი კაჭრეთი" ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას გახდეს საკუთარი ვილის მფლობელი, ისარგებლოს სასტუმროს ყველა სერვისით, სურვილის შემთხვევაში კი მიიღოს შემოსავალი გაქირავებიდან და დაიბრუნოს ჩადებული ინვესტიცია მაღალი უკუგებით. „ამბასადორი კაჭრეთი" კახეთში, თბილისიდან 40 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს: გოლფის მოედნებს, შიდა და გარე აუზებს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, რესტორნებს, მარანს, საკონფერენეციო დარბაზებს, ტენისის კორტებს, სპორტულ მოედნებს, სასროლეთს, საჯინიბოსა და საბავშვო მოედანს. „ანაგი დეველოპმენტის" საახალწლო შეთავაზების ფარგლებში, თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ 31 იანვარამდე ვილა ამბასადორის კომპლექსში ვილა 7%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. 200 კვ.მ-ზე მეტი ფართის შეძენის შემთხვევაში კი დამატებით გოლფ-კარტით დასაჩუქრდნენ. სამშენებლო კომპანია „ანაგი" 30 წლის წინ დაარსდა და დღეისათვის კომპანიაში 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თიბისისა და „ანაგს" ერთობლივად 11-მდე პროექტი აქვთ განხორციელებული. 2019 წლის მანძილზე, როგორც სამშენებლო, ასევე დეველოპერულ სექტორში, თიბისის ინვესტიციამ 132 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)