|
2019-12-27 13:44:16, 1579 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში 2 საჩივარი დაარეგისტრირეს
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა - ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადარეიშვილმა, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში ორი საჩივარი დაარეგისტრირეს. საჩივრები საახალწლო ნაძვის ხეს და ვაკეში სკამების შესაძენ სატენდერო დოკუმენტაციას ეხება. როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, რამდენად ადეკვატური იყო დედაქალაქის მერიის მიერ გაწეული ხარჯები. „ერთი მილიონი ლარია გადახდილი ნაძვის ხეში, რომლის საბაზრო ღირებულებაც ალბათ არ აღემატება 100 ათას ლარს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გამოიძიოს რამდენად ადეკვატური იყო საბიუჯეტო სახსრები, ვგულისხმობ მილიონ ლარს, რომელიც გადახდილია ნაძვის ხეში. ასევე მეორედ განცხადება რომელსაც დღეს დავარეგისტრირებთ პროკურატურაში ეხება სკამებს. 1 ცალ სკამში კალაძე გადაიხდის 12 000 ლარს. პროკურატურას სხვა დანარჩენ საქმეებთან ერთად, ასევე მოუწევს ამ ორი საქმის გამოძიება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)