|
2019-12-27 12:48:10, 1506 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: კორეის იმპორტიორთა ასოციაციასთან ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდის პერსპექტივები განვიხილეთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. „KOIMA ქვეყნის იმპორტიორთა უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე ათას კომპანიას აერთიანებს. ჩვენ ვისაუბრეთ კორეულ ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდის პერსპექტივებზე და განვიხილეთ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის მიერ 2020 წელს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხები. ძალიან სასიხარულოა, რომ დადებითად შეფასდა 2019 წელს KOIMA-ს ყოველწლიურ გამოფენა IGF-ში ქართული კომპანიების მონაწილეობა, აგრეთვე ასოციაციის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორეული პოტენციური იმპორტიორი კომპანიების ვიზიტი თბილისში გამართულ ერთობლივ ბიზნესფორუმზე" - აღნიშნა გენადი არველაძემ. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)