|
2019-12-27 10:51:56, 1805 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: წელს შევძელით, რომ საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მოგვენიშნა ბათუმი და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო აღიარება
ბათუმში „მაგნოლია 2019"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 2019 წელი შეაჯამა. „2019 წელს ჩვენ შევძელით, რომ საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მოგვენიშნა ბათუმი და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო აღიარება. რეიტინგები, წამყვანი მედია საშუალებები აღიარებენ, რომ ბათუმი არის ადგილი სადაც უნდა წავიდეს ადამიანი, სადაც უნდა ჩაიდოს ინვესტიცია. მთავარია, რომ ჩვენ, როგორც მასპინძლებმა შევძლოთ ხარისხობრივი მაჩვენებლებით ყველა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რათა ეს დინამიკა არცერთი წუთით არ გაჩერდეს. ტურიზმი არის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი და მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ყველა მინიციპალიტეტში მიმდინარეობს ტურისტული მარშრუტების მარკირება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, სერვისის გაუმჯობესება. ეს არის დეტალები და ამ დეტალებშია ის, რაც ქმნის საერთო კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. წელს პირველად ჩვენ შევძელით და აჭარას აქვს 2020-2025წლების ტურიზმის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი. წელს პირველად გვქონოდა ჩარტერული რეისები ევროპის წამყვანი ქვეყნების დედაქალაქებიდან" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ „ადმირალი", საუკეთესო ჰოსტელად „ბექთუმი", ხოლო საუკეთესო რესტორნად „რეტრო" დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ატრაქციისა კი ბათუმის დელფინარიუმმა მიიღო. ჯამში, ღონისძიებაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „მაგნოლია 2019"-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშით გაიხსნა. ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)