|
2019-12-26 10:47:06, 1472 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - არასამართლიანია, ხაზი გადაესვას მთელ პროგრესს იმის გამო, რომ ათი რეკომენდებული მოსამართლის ნაცვლად, პარლამენტმა 12 მოსამართლე დაამტკიცა
„სასამართლო არცერთ ქვეყანაში არ არის იდეალური და მითუმეტეს, ვერ იქნებოდა იდეალური პროცესი, რომელიც პირველად ჩატარდა ქვეყანაში, მაგრამ ის მაკვირვებს, რომ როდესაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში შერჩევის არანაირი პროცესი არ არსებობდა, მოსამართლეების კანდიდატურებს ასახელებდნენ პრეზიდენტები და როდესაც ამას პარლამენტი უდასტურებდა ნოტარიუსივით, არავის არასდროს ხმა არ ამოუღია",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „პოლიტმეტრში" განაცხადა. მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბალანსშია, ადმინისტრაციულ საჩივრებში - სახელმწიფო მოქალაქის წინააღმდეგ, ხშირად იგებს მოქალაქე. „ხუთი, შვიდი საქმე მაინც ხომ უნდა იყოს ასეთი, რომ სისტემურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. არ გვაქვს საქმეები, სადაც ჩანს, რომ სასამართლო სისტემურად მიკერძოებულია და სასამართლოში სისტემური პრობლემაა. სამაგიეროდ, გვაქვს პირიქით, როდესაც გახმაურებულ საქმეებზე, სადაც გადაჭარბებული კრიტიკა მივიღეთ, ევროსასამართლომ პირიქით დაადგინა - თქვა საქართველოს სასამართლო იყო სწორი და ეს იყო არა მხოლოდ ერთ საქმეზე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებებსა და რეიტინგებში ჩანს, რომ საქართველოს სასამართლო დღეს უფრო დამოუკიდებელი, ეფექტური და სამართლიანია. არჩილ თალაკვაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ გაკეთებულ შეფასებებს და განაცხადა, რომ სამართლიანი არაა, ხაზი გადაესვას მთელ პროგრესს იმის გამო, რომ ათი რეკომენდირებული მოსამართლის ნაცვლად, პარლამენტმა 12 მოსამართლე დაამტკიცა. „იმიტომ, რომ კითხვები არის სამ ადამიანთან, თქვენ ფიქრობთ, რომ სასამართლო არ არსებობს? ეს არის განწყობა, რასაც ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან. ამ 12 ახალ მოსამართლეში, ამბობთ, რომ რამდენიმეს აქვს რეპუტაციული პრობლემები, ანუ, მათ მიმართ არის კითხვები. კითხვები დაისვა კომიტეტზე და რომც დაგეთანხმოთ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ შეიძლება დავსვათ ტოლობის ნიშანი ამასა და დანარჩენ სასამართლოს შორის და ვთქვათ, რომ ეს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი?", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)