15:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-25 12:26:10, 456 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენას ითხოვს.
„მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ყოველთვიურად ათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება.
დავით სერგეენკოს მიერ 2014 წლის დეკემბერში შემოღებულმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალმა  მეთოდოლოგიამ ბოლო 7 თვის განმავლობაში 40,000 ადამიანი დატოვა შემწეობის გარეშე. მათგან 11,000 პენსიონერია, უმეტესად მარტოხელა მოხუცები.
ამით მთავრობა თვეში 2 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.
ათი ათასობით  ადამინისთვის საარსებო შემწეობის მოხსნის ფონზე ცინიკურად გამოიყურება პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დენის ტარიფის ნამატს სახელმწიფო დაუფარავს
რა ქნან იმ ადამიანებმა ვინც, სერგეენკოს მიერ შემოღებული არსწორი მეთოდოლოგიის გამო მაღალი ქულები მოუვიდათ და საარსებო შემწეობის გარეშე დარჩენენ?“,-აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. 
„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე დღეს აძლევს პრემიერ-მინისტრ ირაკლი  ღარიბაშვილს, მოიწვიოს მთავრობის საგანგებო სხდომა და მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოყრილი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენის შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics