|
2019-12-25 11:48:58, 848 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
„ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“,- ამის შესახებ დედაქაალქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანალოგიურად იმუშავებს ტრანსპორტი შობის ღამესაც. „31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებენ 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე. ვფიქრობ ეს ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა და დამოკიდებულება იქნება შობის ღამესაც“,- განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს ავტობუსების შემდეგი ნომრები მოემსახურება: N1, N2, #3, N4, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N15, N18, N19, N20, N22, N23, N25, N27, N28, N30, N31, N34, N36, N37, N39, N40, N41, N42, N43, N44, N45, N47, N48, N49, N52, N53, N55, N56, N58, N59, N60, N62, N63, N66, N68, N70, N71, N73, N74, N75, N76, N77, N78, N79, N80, N82, N84, N87, N88, N90, N91, N95, N99, N101, N103, N104, N106, N108, N109, N110, N112, N121, N122 და N140.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)