04:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 18:10:27, 1993 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე აშშ-ს განცხადებაზე: ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განცხადებასაც კი ნეგატიურ შეფასებას არქმევს

„ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განცხადებასაც კი ნეგატიურ შეფასებას არქმევს“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სოციალურ ქსელში.

როგორც მდინარაძე წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ზოგადი მესიჯი მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ძალიან პოზიტიური შეფასებაა.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა:

1. მხარს ვუჭერთ უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს.

2. მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს.

3. მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ.

4. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავიუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით.

5. აშშ გააგრძელებს, თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად.

პირველი: ზოგადი მესიჯი, - მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ძალიან პოზიტიური შეფასება.

მეორე და მესამე: საქართველოში ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემების (სასამართლო რეფორმის და მიმდინარე დიალოგის) პოზიტიური შეფასება.

მეოთხე და მეხუთე: მომავალზე ორიენტირებული მესიჯები, - მოწოდება მიღწეული პროგრესის განმტკიცებაზე და ხელშეწყობის გაგრძელების დაპირება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განცხადებასაც კი ნეგატიურ შეფასებას არქმევს, ანუ იტყუება იმის შესახებ, რაც ხალხის თვალწინ დევს და შავით თეთრზე წერია, ჩანს!..

წარმოიდგინეთ, რაც ასე აშკარად არ ჩანს და პოლიტიკოსებისგან უნდა გაიგოს ხალხმა, იმაზე რას აკეთებენ...“, - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics