|
2015-07-25 10:31:43, 547 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები დღეს ხურვალეთში ჩავლენ
ვროპარლამენტარები დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავლენ და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ. დელეგაციას, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ევროპარლამენტის დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირთან ურთიერთობის დღის წესრიგს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას შეეხო. დონდუას განმარტებით, ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასა და საპარლამენტო უმცირესობასთან.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)