|
2019-12-24 18:09:32, 1718 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: 2019 წელს ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტის და ტურიზმის ქალაქი, ხოლო 2020 - იქნება ბათუმის საინვესტიციო ქალაქად აღიარების წელი
აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა. მონაცემების თანახმად 2019 წლის 9 თვის განმავლობაში 43%-ით გაიზარდა აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 112.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ,,აჭარის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოლიტიკა და ის ეკონომიკური საკითხები, რომლის შედეგად რეგიონში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. წლის დასაწყისში ვამბობდით, რომ ახალი საინვესტიციო პორტფელი იქნებოდა 3 მილიარდი ლარი. დღეის მდგომარეობით, ეს ნიშნული უკვე 4 მილიარდი ლარია და 2000 ახალი სამუშაო ადგილი. გარდა საინვესტიციო პროექტებისა, რომელიც რეგიონში ხორციელდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონის საერთაშორისო აღიარება. 2019 წელს ჩვენ ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტული ქალაქი და ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება, ხოლო გამომცემლობა Forbes-მა ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების ხუთეულში შეიყვანა. მომავალი წელი იქნება ბათუმის საინვესტიციო ქალაქად აღიარების წელიწადი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი წილი მოდის ენერგეტიკის სექტორზე, იკვეთება რეინვესტიციის მაღალი მაჩვენებელი, იზრდება ინვესტიციები მშენებლობის და ტურიზმის სექტორში. აღსანიშნავია, რომ Forbes-მა ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სიაში შეიყვანა. გამოცემამ ინვესტიციების განხორციელებისთვის საუკეთესო ევროპულ ქალაქებს შორის ბათუმის გარდა, კიდევ დაასახელა ქალაქები: როტერდამი, ნეაპოლი, მეჟევი, სეკეშფეჰერვარი და პორტო.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)