|
2019-12-24 16:28:33, 1273 ნახვა
საზოგადოება
ლუკა სირაძის ოჯახი მოზარდის დაკითხვაში მონაწილე სხვა პოლიციელების დაკავებას მოითხოვს
„ამ ეტაპზე, ოჯახის მთავარი მოთხოვნა იმ პირების დაკავებაა, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ჩემი ძმის დაკითხვის პროცესში“, - ამის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაკითხვისას პოლიციელები საკმაოდ დაიძაბნენ, რადგან ჩემს ძმას ბრალს ვერ უმტკიცებდნენ. „ჩემს ძმას ბრალს რომ ვერ უმტკიცებდნენ და თვითონაც არ აღიარებდა, როგორც ვიცი დაიძაბნენ. უკვე ჩემი ძმაც საკმაოდ ხმამაღალი ტონით პასუხობდა და ისიც აგრძელებდა მუქარას. ზევით მჯდომი ერთ-ერთი პოლიციელი ადგა და დედის თვალწინ ჩემ ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა. ახლა ვერ იხსენებს სახეებს, მაგრამ შესაძლოა თუ ნახავს ამოიცნობს. ამ ეტაპზე, ოჯახის მთავარი მოთხოვნა იმ პირების დაკავებაა, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში“, - განაცხადა ბექა სირაძემ. ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)