|
2019-12-24 14:21:03, 1951 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი პროგრამა IT Hub დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ EPAM-თან და Strategeast-თან ერთად ახალი პროგრამა IT Hub დაიწყო, რომლის მიზანია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, კვალიფიციური კადრების რაოდენობის ზრდა, ტექნოლოგიური მეწარმეობის შესაძლებლობების გაძლიერება და ინტელექტუალური რესურსის ექსპორტი. საქართველოს აქვს ხელსაყრელი საკანონმდებლო სისტემა ინოვაციების, სტარტაპებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოპულარიზაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ფორმალური განათლების გარდა საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს პროფესიული განათლების განვითარებასა და სამუშაო ძალის უნარების გაძლიერებას, რაც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასაც გამოიწვევს. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, როგორც ფიზიკური, ასევე დისტანციური ტრენინგების გამართვას თბილისისა და რეგიონების ტექნოპარკებში.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)