17:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 18:23:44, 2011 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: წყნეთის სამთავრობო აგარაკები მნიშვნელოვანი ობიექტია და იქ შესაძლებელია საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს

„უპრეცედენტო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პირველი ორი კვირა იყო ძალიან წარმატებული და დღეს ვამატებთ ახალ, საინტერესო, მიმზიდველ ობიექტს - ეს არის ე.წ. „წყნეთის აგარაკები", რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს ბალანსზე იყო, თუმცა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ობიექტია, რომ  შეიძლება აქ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია - აგარაკები პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  დღეს ელექტრონულ აუქციონზე  გამოიტანა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უნდა აშენდეს სასტუმრო კომპლექსი. შეფასება, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გააკეთა, 56 მილიონ ლარამდეა - ეს იქნება საწყისი ღირებულება, ობიექტს ასევე მიჰყვება საინვესტიციო ვალდებულება. აუქციონი ყველაზე კარგი გზაა, რომ გავტესტოთ, რამდენად ობიექტურია ფასი და რამდენად მიმზიდველია ობიექტი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზეა განთავსებული. საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიასა ან მის ნაწილზე ააშენოს სასტუმრო და/ან საცხოვრებელი კომპლექსი. ამასთან, მყიდველს შეუძლია განახორციელოს არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ინვესტიცია, რომელიც მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მლნ ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics