|
2019-12-23 18:03:47, 1520 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა საჯარო რეესტრის ახალი ოფისის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის ახალი ოფისის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. თეა წულუკიანმა საოფისე სივრცე და საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის თანამშრომლების შვილებისთვის შენდება. საჯარო რეესტრი პირველი საჯარო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც კორპორატიული საბავშვო ბაღი ექნება. ეს ნოვაცია რეესტრის თანამშრომლებს დროის ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება და ორგანიზაციულ კლიმატსაც გააუმჯობესებს. ახალი ოფისი გორგასლის ქუჩა №22-ში მდებარეობს. 12-სართულიანი შენობის საერთო ფართობი 15 373 კვ. მეტრს შეადგენს. ახალ ოფისში, სამუშაო ოთახებისა და საბავშვო ბაღის გარდა, იქნება სპეციალური სივრცე მოქალაქეთა მისაღებად, ზეპირი მოსმენებისა და აუდიენციების ოთახები, საკონფერენციო დარბაზი და სხვა. ის სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის − ეს ის პრიორიტეტია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შემავალი უწყებები ყოველთვის ითვალისწინებენ ახალი მშენებლობების პროცესში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოები, თანამედროვე სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით, ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიებისა და მშენებლობის ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბა კონსტაქშენი“ აწარმოებდა. კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე შიდა და ფასადის მოწყობის, მოპირკეთების, ელექტროობისა და სუსტი დენების სამონტაჟო და გათბობა-კონდიცირების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთაც, ასევე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები − შპს „დაგი“, შპს „მონტაჟ ჯორჯია“ და შპს „თბილი სახლი“ − აწარმოებენ. მშენებლობის ბოლო ეტაპის, გარეგანათებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდგომ შენობა ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება და საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის 1000-ზე მეტი თანამშრომელი 2020 წლის მაისისთვის ახალ შენობაში გადავა. დღეისათვის საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები თბილისში სამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში მუშაობენ (აღმაშენებლის გამზირი №89/24, წმ. ნიკოლოზის №2 და თბილისის იუსტიციის სახლი). მათი გადასვლა ერთ თანამედროვე კეთილმოწყობილ სივრცეში მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ თუ ტრანსპორტირების დანახარჯებს, გაზრდის სამუშაოს ეფექტიანობას და დაზოგავს თანამშრომელთა დროს.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)