03:34 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 12:14:28, 2261 ნახვა

საზოგადოება
ექიმი: ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

„ცოტნე გამსახურდიას ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება“, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციის განყოფილების მორიგე ექიმმა, ნინო ბურდულმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის თქმით, გამსახურდია მართვით სუნთქვაზე რჩება და ამ ეტაპისთვის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის რჩება მძიმე, მართვით სუნთქვაზე რჩება სამკურნალო დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში გართულებები არ ყოფილა. არსებითი ცვლილებები არ გახლავთ და რჩება დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად, როგორიც იყო წინა ეტაპზე. ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, ჩატარებული ქირურგიული ჩარევების ეფექტი დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ნინო ბურდულმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 ნოემბერს დაჭრეს. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირია დაკავებული.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics