|
2019-12-20 17:07:46, 5633 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების მთავარ ვალდებულებად დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა დაასახელა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 100 დღის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება ახალ, ჯარისკაცზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკაზე გაამახვილა. თავდაცვის უწყების მთავარ ვალდებულებად და პრიორიტეტად კი, ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა დაასახელა. 2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას და ფინანსურ მხარდაჭერას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პროცესში, მინისტრმა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და წეროვანის ახალი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ამერიკული მხარის ფინანსური კონტრიბუციით აშენდა. „კომპლექსი რეგიონში უნიკალური იქნება და თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ადაპტირებული ინვენტარით აღიჭურვება. ცენტრი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს დაეხმარება, როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ისე სპორტულ მომზადებაში შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ამ ძალისხმევისთვის და გაწეული დახმარებისთვის. როგორც იცით, სამინისტრო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად, წეროვანში, იანვარში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას დაასრულებს“, - აღნიშნა მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის ქართულმა მხარემ დაახლოებით მილიონი ლარი, ხოლო ამერიკულმა მხარემ 5 მილიონ დოლარამდე გაიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)