23:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 16:46:21, 3219 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებში თანამედროვე პირობებში ცხოვრებას იმსახურებენ

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ 100 დღის ანგარიშზე  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და შესაბამის მყისიერ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 100 დღის განმავლობაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და საფუძველი ჩაუყარა ახალ ხედვას, ახალ პოლიტიკას, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობებს.

„ამ მიზნით ჩვენ ძირეული და კომპლექსური მიდგომა ჩამოვაყალიბებთ.  2019 წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თითქმის 4-ჯერ მეტს - 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ, რაც გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ჩვენი ჯარის ინფრასტრუქტურას. ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებში თანამედროვე პირობებში იმსახურებენ ცხოვრებას. 2020 წელს მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმის და სასადილოს, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია. ჩვენ ვიზრუნებთ ჯარისკაცებისთვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც მათთვის ვარჯიშსა  და დასვენების ახალ შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო ბაზების ფუნქციონირებისათვის ძალზე მნიშვნელოვან - შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხზე. „წლების განმავლობაში ეს მოუგვარებელი პრობლემა იყო და გამოწვევად რჩებოდა. მნიშვნელოვანი იყო ნატოს და ევროკავშირის სტანდარტის შემოღება. ამიტომ, სამინისტროში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics