07:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 17:00:12, 556 ნახვა

საზოგადოება
„ოლიმპიური სოფლის“ ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველ დევნილ ოჯახებს ქულები მიენიჭათ

„ოლიმპიური სოფლის“ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით 13 000-მდე  განაცხადი შემოვიდა, აქედან დევნილი ოჯახების ნაწილმა სააპლიკაციო ფორმა რამდენჯერმე შეავსო, ხოლო  ოჯახების ნაწილი გაერთიანდა, რის შემდეგაც განაცხადების საერთო რაოდენობამ 10 003 შეადგინა. 
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 
უწყების  ცნობით, სამინისტრომ სულ 598 ბინა შეიძინა, ამ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს 298 დევნილი ოჯახი მიიღებს, ხოლო დარჩენილი ბინები 2016 წლის თებერვალსა და ივნისში ორ ეტაპად განაწილდება.
298 ბინიდან, 16-ერთოთახიანია, 116-ოროთახიანი, 82-სამოთახიანი და 84-ოთხოთახიანი. 
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად,  თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა.  აღნიშნული ქულები ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე. 
იხილეთ სია: http://e.gov.ge/HGBvh
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო განახორციელებს დევნილი ოჯახებისათვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირებას (კორექტირებული სია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge).
ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს მონიტორინგის განყოფილებამ. აღნიშნული განყოფილება გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს. ამასთან, უზრუნველყოფს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას.
მონიტორინგის განყოფილების მიერ გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას.
კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რომლებიც ცხოვრობენ, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიხედვით ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება. 
ბინების  განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.
შენიშვნა: ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებას“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics