23:37 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 11:49:55, 1221 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: პოლიციელი გმირია - დაჭრის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ რისკის შემცველი პროფესიაა

„სრული მხარდაჭერა ჩვენს მამაც პოლიციელებს! იმედი გვაქვს პოლიციის ოფიცერი მალე გამოჯანმრთელდება. დაჭრის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და რისკის შემცველი პროფესიაა პოლიციელობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად პოლიციელების მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში",-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში, საპატრულო პოლიციელის დაჭრის ფაქტს.

არჩილ თალაკვაძემ დაჭრილ სამართალდამცავს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და პოლიციელების მიმართ სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„მთელი სახელმწიფო, მთელი საზოგადოება ვგულშემატკივრობთ დაჭრილ პოლიციელს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება.  პოლიციელებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა. პოლიციელი არის გმირი! ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყოველდღიურად პოლიციელებს უწევთ რთული მისიის შესრულება. მადლობა მინდა ვუთხრა ექიმებს, ასევე, მეწყვილე პოლიციელს, რომელმაც ძალიან გაბედულად იმოქმედა და შესაძლებელი გახდა დაჭრილის სიცოცხლის გადარჩენა. დაველოდებით ახალ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics