20:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 20:51:01, 1920 ნახვა

სამართალი
დასტურდება რომ ლუკა სირაძის გამოკითხვისას დაირღვა მისი უფლებები და ასევე გამომძიებლის მხრიდან იყო მუქარაც

დასტურდება, რომ არასრულწლოვნის გამოკითხვისას დაირღვა მისი უფლებები და ასევე გამომძიებლის მხრიდან იყო მუქარაც. - ამის შესახებ მედისთან სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
""დასტურდება შემდეგი გარემოებები - 2019  წლის 10 დეკემბერს "მწვანე სკოლის" ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ სკოლის შენობა მოხატული იყო და გაკეთებული იყო წარწერები, პირის იდენტიფიცირების მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა კამერები, ასევე, ამავე მიზნით დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად და ჩანაწერზე აღბეჭდილი სურათის წარდგენა და პარალელურ რეჟიმში გამოძახებული იქნა პოლიცია. პოლიციის მისვლამდე ბავშვებთან კომუნიკაცია ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას გადასცა ჩანაწერები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ასევე არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები.

ამის შემდეგ 187-ე მუხლით, (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) იწყება გამოძიება, რომელიც ეწერება გამომძიებელ მ.ჩ.-ს,  დაიწყო მოწმეთა დაბარება,რომელთა შორის იყო ლ.ს.  ის მშობელთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა 17 საათზე, არასრულწლოვანთან გასაუბრება ექვსსაათნახევარი მიმდინარეობდა და გაგრძელდა ღამის 12-ის ნახევრამდე. ვინაიდან პოლიციის განყოფილებაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, გამოკითხვა მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში, სადაც იმყოფებოდნენ სხვა თანამშრომლები." - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics