|
2019-12-19 19:26:20, 2004 ნახვა
სამართალი
სასამართლო დაკავებული გამომძიებლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საავადმყოფოში იმსჯელებს
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საავადმყოფოში იმსჯელებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. სხდომის საავადმყოფოში გაგრძელების შუამდგომლობა ბრალდებულების ადვოკატებმა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა. ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სასამართლოში ვერ გამოცხადდა. ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)