|
2019-12-19 17:15:20, 1563 ნახვა
საზოგადოება
„ქართული რძის“ ნიშანს ყველის მწარმოებელი 14 საწარმო ფლობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის მიერ „ქართული რძის“ ნიშნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა რძის წარმოების და გადამუშავების სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს მიმართულება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. „ქართული რძის“ ნიშანი დამატებით სტიმულს მისცემს და დაეხმარება მეწარმეებს მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებაში. „სახელმწიფო აქტიურად მუშაობს რძის წარმოების სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევისა და ზოგადად, სექტორის განვითარების მიმართულებით. სამინისტრო თანამშრომლობს როგორც რძის მწარმოებლებთან, ისე გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ყველისა და რძის პროდუქტების ღირებულებათა სრული ჯაჭვის თანმიმდევრული განვითარება მოხდეს. ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი რეგულაცია როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და საწარმოებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის, ასევე პროდუქციის სანდოობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის კუთხით. სექტორის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის გარდა, მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის ჩართულობა და პასუხისმგებლობის ზრდა. „ქართული რძის“ ნიშანი ხელს შეუწყობს ადგილობრივი რძის პროდუქტების სანდოობის ზრდას და ქართული ყველის პოპულარიზაციას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. „ქართული რძის“ ნიშანი გაიცემა იმ საწარმოებზე, რომლებიც ყველს აწარმოებენ ქართული ტრადიციების შესაბამისად, ადგილობრივი ნედლი რძისგან და არ იყენებენ რძის ფხვნილსა და მცენარეულ ცხიმს. აღნიშნული ნიშნის მისაღებად, საწარმომ უნდა გაიაროს პირველადი, დოკუმენტური შემოწმება, რომლის დროსაც მოწმდება არის თუ არა კომპანია ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული, აქვს თუ არა აღიარება სურსათის ეროვნული სააგენტოსგან და ნერგავს თუ არა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას (HACCP). მეორე ეტაპზე, საწარმოს შემოწმება მოხდება ადგილზე და დოკუმენტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გაიცემა „ქართული რძის“ ნიშანი. პირველი ნიშანი „ქართული რძე“ გაიცა 2019 წლის მარტში. დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, 14 საწარმოს უკვე აქვს მიღებული აღნიშნული ნიშანი. „საქართველოს რძის“ ნიშნის მმართველი ორგანოა საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. ღვინის მაღაზიაში „8000 მოსავალი“ გამართული ღონისძიების ფარგლებში, „ქართული რძის“ ნიშნის მფლობელი კომპანიების პროდუქციისა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რძის გადამმუშავებელი და ყველის მწარმოებელი საწარმოების, სავაჭრო ობიექტების, დარგობრივი ასოციაციების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)